Lenovo-მ 150 ათასზე მეტი ნოუთბუქის ბატარეა უკან გაიწვია

Lenovo-მ 150 ათასზე მეტი ნოუთბუქის ბატარეა უკან გაიწვია
Hi Tech / ივლისი 16, 2018

ჩინურმა კომპანია Lenovo-მ 150 ათასზე მეტი ნოუთბუქის ბატარეის უკან გაწვევა გადაწყვიტა. მიზეზად მათი გადახურების რისკი სახელდება.

აღნიშნული მოწყობილობები ჩინეთში 2012 წლის დეკემბრიდან 2014 წლის ნოემბრამდე იწარმოებოდა. მწარმოებელმა ნოუთბუქების ზუსტი რიცხვიც კი დაასახელა, რომელიც დაზიანებული აკუმულატორით გამოვიდა და ის 153 219 ერთეულს წარმოადგენს.

კომპანიის საიტზე ის მოდელებიც გამოქვეყნდა, რომელთა ქონის შემთხვევაშიც აკუმულატორს უფასოდ შეგიცვლიან და ესენია:

Lenovo G700, G710, G400, G4030, G405, G4070, G410, G480, G485, G500, G5030, G505, G5070, G510, G580, G585, G400S, G500S, G405S, G505S, G5045, G4045, G7080, G5080, G4080, G7070, G7035, N580, N581, N585, N586, P580, P585, S410P, S510P, S500, Y410P, Y510P, Y485, Y485P, Z4070, Z5070, E49, Flex-14, Flex-15, Flex2-14, Flex2 -15; а также ThinkPad E445, E545, E430, E430C, E435, E530, E530C, E535, E431, E440, E531, E540, L440, L540.

საკვანძო სიტყვები