ლენონის ქვრივმა ცნობილი ჰიტის Imagine ქავერი წარმოადგინა

ლენონის ქვრივმა ცნობილი ჰიტის Imagine ქავერი წარმოადგინა
შოუბიზნესი / ოქტომბერი 11, 2018

9 ოქტომბერს ჯონ ლენონს 78 წელი შეუსრულდებოდა.

სპეციალურად ამ დღისთვის ლეგენდარული მუსიკოსის ქვრივმა, იოკო ონომ სიმღერის Imagine ქავერი გამოაქვეყნა, რომლის თავდაპირველი ვერსია ლენონის შესრულებით 1971 წლის 11 ოქტომბერს გამოვიდა.

85 წლის არტისტის თქმით, ,,ჯონი ახალ ვერსიას მოიწონებდა.”

იოკომ ასევე აღნიშნა, რომ სიმღერაზე მუშაობისას ბევრს ფიქრობდა, როგორ მიიღებდა მისეულ ქავერს მსმენელი, რადგან Imagine ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ჰიტია.

აღსანიშნავია, რომ სიახლე ონოს ახალ ალბომში Warzone შევა, რომლის რელიზი 19 ოქტომბერს შედგება.

 

საკვანძო სიტყვები