ლედი გაგამ ტორონტოს კინოფესტივალზე საკუთარი დოკუმენტური ფილმი წარმოადგინა

ლედი გაგამ ტორონტოს კინოფესტივალზე საკუთარი დოკუმენტური ფილმი წარმოადგინა
შოუბიზნესი / სექტემბერი 12, 2017

ბოლო თვეებია ლედი გაგა აქტიურად მოღვაწეობს თავის კარიერაში – მართავს კონცერტებს, მონაწილეობს კინოში, წერს ახალ ჰიტებს და ამ ყველაფრის პარალელურად ამზადებს ახალ დოკუმენტურ ფილმს. პროექტს Gaga: Five Foot Two ჰქვია და ის ვარსკვლავის კულისებს მიღმა ცხოვრებას აღწერს.

გუშინ, ტორონტოს კინოფესტივალზე მომღერლის ნამუშევარის პრეზენტაცია შედგა. წითელ ხალიჩაზე პოზირების შემდეგ, ვარსკვლავი სცენაზე ავიდა და თავისი ჰიტი „Bad Romance“ შეასრულა.