ლედი გაგა კრისტიან კარინოზე დაინიშნა

ლედი გაგა კრისტიან კარინოზე დაინიშნა
შოუბიზნესი / ოქტომბერი 17, 2018

ლედი გაგა ჟურნალ Elle-ის ყოველწლიურ ღონისძიებას ,,ქალები ჰოლივუდში” დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ საღამოზე სიტყვით გამოსვლისას მომღერალმა კრისტიან კარინო საქმროდ მოიხსენია, რითაც ოფიციალურად დადასტურდა, რომ 32 წლის ვარსკვლავი და მისი აგენტი დაინიშნენ.

შეგახსენებთ, რომ ეპატაჟური მომღერალი, რომელიც ბოლო დროს ნამდვილ ლედად გვევლინება, 2015 წელს მსახიობ, ტეილორ კინიზე იყო დანიშნული. წყვილი ერთმანეთს 2011 წლიდან ხვდებოდა, საბოლოოდ კი ისინი 6 წლიანი ურთიერთობის შენდეგ, ერთმანეთს დაშორდნენ.