ლედი გაგამ კონცერტზე დაშავებულ ფანს სასწრაფო გამოუძახა

ლედი გაგამ კონცერტზე დაშავებულ ფანს სასწრაფო გამოუძახა
შოუბიზნესი / ნოემბერი 14, 2017

ლედი გაგა კონექტიკუტში მსოფლიო ტურნეს Joanne World Tour-ის ფარგლებში გამოვიდა, რომელიც მის ალბომს Joanne-ს ეძღვნება. გაგამ ტური ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შემდეგ გაანახლა.

შოუზე უსიამოვნო ფაქტი მოხდა. სცენიდან მომღერალმა შენიშნა გოგონა, რომელიც სისხლიან სახეს ხელით იფარავდა. გაგამ შოუ შეაჩერა და დაშავებულს მიმართა. როგორც აღმოჩნდა, გოგონას მერიდიტი ქვია და ის ბრბომ ფრჩხილებით დაკაწრა. მომღერალმა გოგონა სცენასთან მიიწვია და სასწრაფო გამოიძახა.

მას შემდეგ, რაც დაშავებული მედიკოსებმა წაიყვანეს, გაგამ დარბაზს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „უნდა გვახსოვდეს, რომ უფრო მნიშვნელოვანიც არსებობს, ვიდრე შოუბიზნესია“. ამის შემდეგ მან თავისი ჰიტი Paparazzi აკაპელაში შეასრულა და მერიდიტს მიუძღვნა.

ლედი გაგა გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ ყოველთვის ყურადღებიანია. მან საქველმოქმედო ფონდი Born This Way დააარსა და 2010 წელს ჰაიტის მიწისძვრით დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარა.

 

საკვანძო სიტყვები