ლედი გაგამ ბიონსე მეორედ ჩაანაცვლა – “ვარსკვლავის დაბადების” პროდიუსერის სკანდალური განცხადება

ლედი გაგამ ბიონსე მეორედ ჩაანაცვლა – “ვარსკვლავის დაბადების” პროდიუსერის სკანდალური განცხადება
შოუბიზნესი / ნოემბერი 5, 2018

ბიონსეს თაყვანისმცემლებისთვის ცნობილია, რომ 37 წლის ვარსკვლავი გასულ წელს ,,კოაჩელას” ერთ-ერთი ჰედლაინერი უნდა ყოფილიყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ჯეი-ზის მეუღლეს ექიმებმა ტყუპებზე ორსულობის გამო ყველანაირი აქტივობა აუკრძალეს, მომღერალმა ფესტივალზე გამოსვლა გადადო. თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებელს მაშინ შემცვლელი მალე მოუძებნეს.

ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ ლედი გაგამ ბიონსე მეორედ ჩაანაცვლა. ,,ვარსკვლავის დაბადების” პროდიუსერი, ბილ გერბერი გამოტყდა, რომ კინოსურათში მთავარი როლები, ამ უკანასკნელსა და კლინტ ისტვუდს უნდა ეთამაშათ.

გერბერის განმარტებით, მომღერალთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რა დროსაც ცნობილი გახდა, რომ ბიონსე ტყუპებზე იყო ორსულად. ყოველივეს გათვალისწინებით კი, ისტვუდმა პროექტზე უარი თქვა და სხვა ფილმზე მუშაობით დაკავდა.

 

საკვანძო სიტყვები