ლედი გაგა შიშობს, რომ ბავშვის გაჩენას ვერასოდეს შეძლებს

ლედი გაგა შიშობს, რომ ბავშვის გაჩენას ვერასოდეს შეძლებს
შოუბიზნესი / სექტემბერი 25, 2017

ტელეარხ Netflix-ზე ლედი გაგას შესახებ დოკუმენტური ფილმის Gaga: Five Foot Two პრემიერა გაიმართა, რომელიც ვარსკვლავის შესახებ კადრს მიღმა ცხოვრებას აღწერს. ფილმიდან მომღერლის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

მაგალითად, თაყვანისმცემლებმა გაიგეს, რომ შესაძლოა, გაგა ვერასოდეს გახდეს დედა. მომღერალი ამას თეძოს ტრავმას აბრალებს, რომელიც მას დისკომფორტს ამ დრომდე უქმნის.

„მე ისიც არ ვიცი, როგორ გავაჩენს შვილს. ვფიქრობ, დაორსულებას შევძლებ, მაგრამ უბრალოდ არ ვიცი, რას მოვუხერხებ ამ თეძოს“, – ემოციურად საუბრობს ვარსკვლავი.

მისი თქმით, ერთადერთი, რაც ძალიან უნდა, ოჯახის შექმნაა. მომღერლის განცხადებით, ყოველ ჯერზე, როდესაც ეგონა, რომ ყველაზე ბედნიერი იყო და კარიერაშიც მწვრევალებს იპყრობდა, მისი ურთიერთობები სრულდებოდა. ამჯერად კი მას ამ ყველაფრის განცდა აღარ სურს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ლედი გაგა საქმროს, მსახიობ ტეილორ კინის დაშორდა. ამჟამად მომღერალი თავის აგენტს, კრისტიან კარინოს ხვდება.

საკვანძო სიტყვები