ლედი გაგა ნიუ-იორკის ქუჩებში ულტრამოკლე კაბით სეირნობს (ფოტო)

ლედი გაგა ნიუ-იორკის ქუჩებში ულტრამოკლე კაბით სეირნობს (ფოტო)
შოუბიზნესი / ივნისი 29, 2018

ლედი გაგა იმ ცნობილი ადამიანების რიცხვს განეკუთვნება, რომელსაც შეუძლია ქუჩაში გასეირნებაც კი დიდ სანახაობად აქციოს. ამის მიზეზი მისი ეპატაჟისადმი გადამეტებული სიყვარულია.

ამ დღეებში ვარსკვლავი პაპარაცებმა თავის ბოიფრენდთან ერთად ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობის დროს გადაიღეს, რომლისთვისაც მომღერალმა ულტრამოკლე კაბა შეარჩია, ლეოპარდის პრინტით. ფეხზე მას მაღალ პლატფორმიანი ფეხსაცმელი ეცვა, კაბაზე კი ტყავის ქურთუკი ჰქონდა მოსხმული. კრისტიან კარინო მის გვერდით მოდიოდა და საყვარელ ქალს წამითაც არ შორდებოდა.

დასავლურ მედიაში ბევრჯერ დაიწერა მათი მოსალოდნელი ქორწილის შესახებ, თუმცა არც ლედი გაგა და არც კარინო ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.

საკვანძო სიტყვები