Latin Grammy Awards-ის ნომინანტები დასახელდნენ

Latin Grammy Awards-ის ნომინანტები დასახელდნენ
შოუბიზნესი / სექტემბერი 27, 2018

ლათინურმა ხმისჩამწერმა აკადემიამ იმ ნომინანტთა ვინაობა გაამხილა, რომლებიც ,,ლათინური გრემის დაჯილდოებაზე” 49 სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.

აღსანიშნავია, რომ სიას 8 ნომინაციით J Balvin ლიდერობს, რომელიც Latin American Music Awards-ის ფავორიტიცაა.

View this post on Instagram

#FlashBackFriday: @jbalvin 🎶Ay Vamos🎶 🙌

A post shared by Latin GRAMMYs (@latingrammys) on

სიმღერით Malamente 5 გრამოფონის მოპოვებას შეეცდება ახალბედა შემსრულებელი, Rosalía.

ნომინანტთა შორის ლათინური მუსიკის ინდუსტრიის ისეთი წარმომადგენლებიც მოხვდნენ, როგორებიც: Pablo Alborán, Anaadi, Bomba Estéreo, Jorge Drexler, Kany García, Nicky Jam, Natalia Lafourcade, Monsieur Periné და სხვები არიან.

შეგახსენებთ, რომ Latin Grammy Awards 15 ნოემბერს, ლას-ვეგასში გაიმართება.

შოუს პირდაპირ ეთერში Univision გადასცემს.