ლანა დელ რეის ახალ შავ-თეთრ კლიპს უკვე მილიონზე მეტი ნახვა აქვს (ვიდეო)

ლანა დელ რეის ახალ შავ-თეთრ კლიპს უკვე მილიონზე მეტი ნახვა აქვს (ვიდეო)
შოუბიზნესი / სექტემბერი 14, 2018

ლანა დელ რეის ყოველი ახალი გამოჩენა მისი თაყვანისმცელებისთვის ნამდვილი დღესასწაულია. 33 წლის ამერიკელმა მომღერალმა ამჯერად სიმღერაზე Mariners Apartment Complex ახალი შავ-თეთრი კლიპი გამოუვა, რომელიც ერთ დღეში მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

ცნობილია, რომ სიმღერაზე ცნობილმა პროდიუსერმა ჯეკ ანტონოფმა იმუშავა. სულ რამდენიმე დღეში მსმენელი მუსიკოსოს კიდევ ერთთ ახალ სიმღერას მოისმენს. სიმღერები კი ლანა დელ რეის მეექვსე ალბომში შევა, რომელიც გაყიდვაში მომდევნო წელს გამოვა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ისრაელში დაგეგმილი კონცერტის გამო ლანა დელ რეი კრიტიკის ქარცეცხლში მოექვა. მოგვიანებით ლანა დელ რეიმ განაცხადა, რომ კონცერტს აუქმებს, რადგან პალესტინაში ჩასვლას ვერ ასწრებდა.

საკვანძო სიტყვები