ლანა დელ რეიმ ორი ახალი სიმღერა გამოუშვა (აუდიო)

ლანა დელ რეიმ ორი ახალი სიმღერა გამოუშვა (აუდიო)
შოუბიზნესი / ივლისი 13, 2017

21 ივლისს ლანა დელ რეის რიგით მეხუთე ალბომის გამოსვლა იგეგმება. უკვე ცნობილია, რომ დისკში რამდენიმე დუეტი შევა, მათ შორის The Weeknd-თან, A$AP Rocky-სთან და Playboi Carti-სთან.

დღეს კი ქსელში ერთდროულად ორი ახალი სიმღერა „Summer Bummer“ და „Groupie Love“ გამოქვეყნდა. თავად მომღერალი იმედოვნებს, რომ თაყვანისმცემლებს სიახლეები მოეწონებათ, რადგან მათში ყველაფერია, რისთვისაც ის შეიყვარეს.

საკვანძო სიტყვები