ლანა დელ რეი და ჯარედ ლეტო ,,გუჩი გილთის” ახალ კამპანიას წარადგენენ

ლანა დელ რეი და ჯარედ ლეტო ,,გუჩი გილთის” ახალ კამპანიას წარადგენენ
შოუბიზნესი / ნოემბერი 7, 2018

ლანა დელ რეი და ჯარედ ლეტო ,,გუჩი გილთის” სახეები გახდნენ. ოფიციალური განცხადება ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ, ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა, ალესანდრო მიკელემ ,,გუჩის” ორგანიზებულ საღამოზე გააკეთა, რომელიც ლოს-ანჯელესში, ერთ-ერთ უძველეს სასაფლაოზე გაიმართა. როგორც გაირკვა, Hollywood Forever Cemetery სულ მალე ახალი კამპანიის გადასაღებ მოედნად გადაიქცევა.

აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავები არა მარტო სუნამოს ელჩები იქნებიან, არამედ ისინი არომატის ბეჭდურ და სატელევიზიო რეკლამებშიც გამოჩნდებიან, რომელთაც 2019 წლის დასაწყისში ვიხილავთ.

იტალიური მოდის სახლი იუწყება, რომ შთამბეჭდავი დუეტის სახით, საიდუმლოებით მოცულ, ეკლექტიკურ და გლამურულ პერსონაჟებს გვიჩვენებს.