კრიშტიანო რონალდომ მორიგი ოჯახური ფოტო გამოაქვეყნა

კრიშტიანო რონალდომ მორიგი ოჯახური ფოტო გამოაქვეყნა
საინტერესო /შოუბიზნესი / ოქტომბერი 9, 2017

ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო ცდილობს, თავისუფალი დრო შვილებთან მეგობარ გოგოსთან ერთად გაატაროს, რომელიც სულ მალე მას კიდევ ერთ, რიგით მეოთხე შვილს აჩუქებს. 32 წლის სპორტსმენმა სოციალურ ქსელში მორიგი ფოტო გააზიარა, რომელზეც ორსული ჯორჯინა როდრიგესია გამოსახული. ხელში მას რონალდოს ტყუპები უჭირავს, ხოლო გვერდით კრიშტიანო-უმცროსი ზის.

„დღის ფოტო“, – ასე დაასათაურა კადრი „მადრიდის რეალის“ თავდამსხმელმა.

22 წლის ჯორჯინა როდრიგესი ხშირად ჩნდება ფეხბურთელის ოჯახურ ფოტოებზე, ინტერვიუებში კი ის მუდმივად აცხადებს, რომ ძალიან უყვარს ბავშვები, ბუნება და ცხოველები. რაც შეეხება რონალდოს, მისი ოცნებაა, რომ შვიდი შვილის მამა გახდეს.