კრიშტიანო რონალდო ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია

კრიშტიანო რონალდო ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია
საინტერესო / ივნისი 9, 2017

ბოლო დროს კრიშტიანო რონალდოს ცხოვრებაში ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის: საყვარელი ქალი ორსულად არის, მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება მოიპოვა, ამას გარდა, ის შესაძლოა, კიდევ ერთხელ ოქროს ბურთის მფლობელი გახდეს. უკანასკნელ მიღწევას რაც შეეხება, რონალდო თანამედროვეობის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია. ინფორმაციას „ფორბსი“ ავრცელებს.

ფეხბურთელის წლიური შემოსავალი 93 მილიონი დოლარია. აქედან 58 მილიონი მან სპორტული კარიერით, ხოლო დანარჩენი 35 მილიონი – სარეკლამო გადაღებებით მოიპოვა.

რონალდოსთან ყველაზე ახლოს მდგომი კონკურენტები კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი და კოლეგა – ლიონელ მესი არიან.