კრის ჰემსვორტი ფილმში „ადამიანი შავებში“ გამოჩნდება

კრის ჰემსვორტი ფილმში „ადამიანი შავებში“ გამოჩნდება
შოუბიზნესი / მარტი 2, 2018

კინოსტუდიამ Sony Pictures ფილმის „ადამიანი შავებში“ მთავარი როლის შემსრულებლის ვინაობა გაამხილა. როგორც გამოცემა The Hollywood Reporter წერს, ეს პატივი წილად კრის ჰემსვორტს ხვდა. ფილმს კი „ფორსაჟი 8“-ისა და „კანონმორჩილი მოქალაქის“ რეჟისორი, გერი გრეი გადაიღებს.

უილ სმიტი და ტომი ლი ჯონსი, რომლებიც ფილმის ორიგინალ ვერსიაში მთავარ როლებს ასრულებდნენ, ახალ ნაწილში მონაწილეობას არ მიიღებენ.

რაც შეეხება ახალ ნაწილს, პრემიერა 2019 წლის 14 ივნისს არის დანიშნული.