კრის ევანსმა ემოციური ,,ტვიტი” გამოაქვეყნა

კრის ევანსმა ემოციური ,,ტვიტი” გამოაქვეყნა
შოუბიზნესი / ოქტომბერი 5, 2018

კრის ევანსმა, რომელიც ცნობილია ისეთი სუპერგმირების როლებით, როგორებიცაა: ადამიანი ჩირაღდანი და კაპიტანი ამერიკა, ემოციური ,,ტვიტი” გამოაქვეყნა, რითაც ,,შურისმაძიებლების” ბოლო ნაწილის გადაღებების დასრულების შესახებ გვამცნო:

,,,,შურისმაძიებლები 4-ის” გადაღებები დასრულდა. ეს დღე ძალიან ემოციური იყო.”

აღსანიშნავია, რომ 37 წლის ვარსკვლავმა, კაპიტანი ამერიკას თაყვანისმცემლებს შეკითხვები გაუჩინა, რადგან ,,ტვიტში” ევანსი აღნიშნავს: ,,8 წლის განმავლობაში ამ როლის შესრულება ჩემთვის დიდი პატივი იყო.”

 

შეგახსენებთ, რომ კრის ევანსმა კაპიტანი ამერიკის კოსტიუმი პირველად 2011 წელს მოირგო.

Avengers-ის დასკვნითი ეპიზოდის პრემიერა 2019 წლის 3 მაისაა დაგეგმილი.

 

 

საკვანძო სიტყვები