კრენდრიკ ლამარი “გრემის” გახსნის

კრენდრიკ ლამარი “გრემის” გახსნის
შოუბიზნესი / იანვარი 18, 2018

კენდრიკ ლამარი, ჯგუფი U2 და სემ სმიტი „გრემის“ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლენ. წყაროს ცნობით, ლამარი, რომელიც წლევანდელი პრემიის შვიდ ნომინაციაზეა წარდგენილი, შოუს გახსნის.

ცნობილია ისიც, რომ მაილი საირუსთან ერთად სცენაზე ელტონ ჯონიც გამოვა. დუეტი ჯონის ერთ-ერთ ჰიტს შეასრულებს.

ცერემონია 28 იანვარს გაიმართება და ზემოთხსენებულ ვარსკვლავებთან ერთად მასზე ლედი გაგა, ბრუნო მარსი, პინკი და სხვა ვარსკვლავები გამოვლენ.