კომპანია Huawei-იმ ორი ახალი ჭკვიანი საათი წარმოადგინა

კომპანია Huawei-იმ ორი ახალი ჭკვიანი საათი წარმოადგინა
Hi Tech / მარტი 20, 2017

ფლაგმანური მოდელების P10-სა და P10 Plus-ის პარალელურად, კომპანია Huawei-იმ ბარსელონაში ჭკვიანი საათები წარმოადგინა.

საათების მეორე თაობა შექმნილია სპორტული დიზაინით, აღჭურვილია 1.2 ინჩიანი დისფლეით, რომლის გაფართოებაც 390 x 390 პიქსელს შეადგენს. პროცესორი კი Spandragon Wear 2100-ით განისაზღვრა. ოპერატიული მეხსიერება 768 მეგაბაიტს შეადგენს, ხოლო შიდა მეხსიერება 4 გიგაბაიტია.

გაჯეტები აღჭურვილია NFC, GPC მოდულებით, ასევე 420 მილიამპერ/საათიანი ბატარეით, SIM-ბარათის სლოტით და სპეციალური სამაჯურით.

მოდელი IP68 სერთიფიკატითაა წარმოდგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოწყობილობებს წყლისა და მტვრის არ ეშინია.