კომპანია Google პუერტო-რიკოში კავშირგაბმულობას საჰაერო ბურთის მეშვეობით აღადგენს

კომპანია Google პუერტო-რიკოში კავშირგაბმულობას საჰაერო ბურთის მეშვეობით აღადგენს
Hi Tech / ოქტომბერი 10, 2017

აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ კომპანია Alphabet Inc-ის შეთავაზებაზე, პუერტ-რიკოში მობილური კავშირგაბმულობა საჰაერო ბურთის საშულაებით აღადგინოს, თანხმობა განაცხადა. აღნიშნული იდეის განხორციელებას ის Google-თან ერთად გეგმავს, რომელიც მის კუთვნილებაშია.

არსებული ინფორმაციით, ქარიშხალმა ადგილობრივი ქსელის 83% დააზიანა, შედეგად პროვაიდერები დროებითი კოშკების დამონტაჟებაზე მუშაობენ.

Google და Alphabet კი დაზარალებულთათვის თავის ცნობილ პროექტს, Loon-ს ჩაუშვებენ, რომელიც რთულად მისადგომ რეგიონებში უსადენო ინტერნეტის მიწოდებას საჰაერო ბურთის საშუალებით გულისხმობს.

საკვანძო სიტყვები