კლუბი KHIDI Echowaves-ზე საკუთარ ლაინაფს წარმოადგენს

კლუბი KHIDI Echowaves-ზე საკუთარ ლაინაფს წარმოადგენს
შოუბიზნესი / ივლისი 9, 2018

კლუბი KHIDI-ს სცენამ ფესტივალზე Echowaves ლაინაფის პირველი ნაწილი დააანონსა. 23-იდან 26 აგვისტოს ჩათვლით KHIDI-ს სტეიჯზე Ben Klock, MARCEL DETTMANN, Sigha, Claro Intelecto, Antigone, Shlømo, Fabrizio Lapiana, Jonas Kopp და არაერთი არტისტი წარდგება.

KHIDI-ს შოუქეისი იქნება ყველაზე მასშტაბური პრეცედენტი, როდესაც კლუბი გარეთ, ღია სივრცეში საკუთარ ჟღერადობას გაიტანს.

Echowaves Powered by Exit ახალი მუსიკალური ფესტივალია. ღონისძიება Check In Georgia-ს ფარგლებში 23-იდან 26 აგვისტოს ჩათვლით, ანაკლიაში ჩატარდება.

ფესტივალზე 5 ჟანრობრივად განსხვავებული სცენა იმუშავებს. სტუმრებს დღის განმავლობაში სხვადასხვა სპორტულ, თუ სახელოვნებო აქტივობაში ჩართვა შეეძლებათ.

Echowaves ცნობილი ევროპული ფესტივალის, Exit-ის ქოლგის ქვეშ ტარდება.  პროექტს Anaklia Entertainment Group ახორციელებს, საორგანიზაციო ჯგუფის საქმიანობა 2001 წელს დაიწყო და ამ დროისთვის მათ მსოფლიოს 25 ქვეყანაში 3000-ზე მეტი ღონისძიება აქვთ ჩატარებული,  “ბუქინგის” კუთხით კი 700-ზე მეტ არტისტთან უთანამშრომლიათ.

საკვანძო სიტყვები