კლეოპატრას შესახებ ფილმში ბევრი თამამი სცენა იქნება

კლეოპატრას შესახებ ფილმში ბევრი თამამი სცენა იქნება
შოუბიზნესი / დეკემბერი 26, 2017

ახალი ფილმი ეგვიპტის დედოფალ კლეოპატრას შესახებ პოლიტიკური ტრილერი იქნება და მასში საკმაოდ ბევრ თამამ სცენას შევხვდებით, – ამის შესახებ პროექტის ერთ-ერთმა სცენარისტმა, დევიდ სკარპმა ისაუბრა.

ფილმში ბევრი სიბინძურე, სისხლი და დიდი ოდენობით სექსი იქნება. ხანგრძლივობა კი დაახლოებით ორი საათი იქნება“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ Sony Pictures მის გადაღებას 2009 წლიდან ცდილობს. სცენარის სიუჟეტი კი სტეისი სკიფის წიგნის „კლეოპატრას ცხოვრება“ გარშემო განვითარდება.  აქამდე ცნობილი იყო, რომ პროექტზე რეჟისორ დენი ვილნევს უნდა ემუშავა, თუმცა ამ დროისთვის ეს ინფორმაცია არ დასტურდება.

საკვანძო სიტყვები