კლავიატურა თითის ანაბეჭდის სკანერით

კლავიატურა თითის ანაბეჭდის სკანერით
Hi Tech / ივნისი 19, 2017

Microsoft-მა სამყაროს ახალი ქმნილება წარუდგინა. ეს არის ულტრათანამედროვე კლავიატურა Microsoft Mobile Keyboard with fingerprint ID, რომელშიც თითს ანაბეჭდის სკანერია ჩამონტაჟებული. იგი ღილაკ Alt.-ის ქვემოთ იქნება განთავსებული.

რაც შეეხება ვიზუალს, ის Surface Keyboard-ს ჰგავს, რომელიც ბაზარზე გასული წლის ოქტომბერში გამოჩნდა.

სიახლე კომპიუტერსა და ნოუთბუქს კაბელით ან Bluetooth-ის საშუალებით უკავშირდება. კლავიატურა ალუმინისაა, შესაბამისად, სიახლე არც ისე ცოტას იწონის. ამ ყველაფერს კი თავისი პლუსიც აქვს – სიახლის შემთხვევით გადაგდება შეუძლებელია.

ავტონომიურ რეჟიმში კლავიატურა 2 თვიან მუშაობას უზრუნველყოფს, ხოლო რაც შეეხება მის ფასს, იგი 130 დოლარს შეადგენს.

საკვანძო სიტყვები