კიტ ჰარინგტონისა და როუზ ლესლის ქორწილის თარიღი ცნობილია

კიტ ჰარინგტონისა და როუზ ლესლის ქორწილის თარიღი ცნობილია
შოუბიზნესი / მაისი 28, 2018

„სამეფო კარის თამაშების“ მსახიობების, კიტ ჰარინგტონისა და როუზ ლესლის ქორწილის თარიღი ცნობილია. ინფორმაცია თავად ჯონ სნოუს როლის შემსრულებელმა საკუთარ „ინსტაგრამზე“ განათავსა: „კიტი და როუზი 2018 წლის 23 ივნისს იქორწინებენ“ – სწორედ ეს სტატუსი ახლავს თან მათ ერთობლივ ფოტოს.

ცნობილია, რომ ცერემონია ტრადიციულ შოტლანდიურ სტილში ჩატარდება – მამაკაცების დრეს-კოდი – კილტი, მუსიკალური გაფორმება – შოტლანდიური სტვირი, მთავარი სასმელი – ვისკი.

ცერემონიას 200-მდე სტუმარი დაესწრება, მათ შორის „სამეფო კარის თამაშების“ მთელი გადამღები ჯგუფი.

შეგახსენებთ, რომ კიტი და როუზი ერთად 2012 წლიდან არიან. ისინი 2017 წელს დაინიშნენ.