კიტ ჰარინგტონი „სამეფო კარის თამაშებზე“: „ეს იყო უჩვეულო მოგზაურობა“

კიტ ჰარინგტონი „სამეფო კარის თამაშებზე“: „ეს იყო უჩვეულო მოგზაურობა“
შოუბიზნესი / ივლისი 17, 2018

ახლა, როდესაც „სამეფო კარის თამაშების“ გადაღებები ოფიციალურად დასრულდა, სერიალის ვარსკვლავები უფრო თამამად აზიარებენ თავის შთაბეჭდილებებსა და ისტორიებს გადასაღები მოედნიდან. BBC Radio 2-თან ინტერვიუში, კიტ ჰარინგტონმა პროექტის შესახებ ემოციებზე ისაუბრა:

„ეს იყო უჩვეულო მოგზაურობა. ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ ჩემთვის ეს ყველაფერი სამსახურზე მეტი იყო. ეს იყო ცხოვრება და ოჯახი. ყოველი წუთი სიამოვნებას მანიჭებდა“.

კიტმა ამ „მოგზაურობის“ დასაწყისი გაიხსენა  და განაცხადა, რომ  ჯონ სნოუს როლის მოსმენაზე ის ჩალურჯებული თვალით მივიდა. მანაც და სერიალის პროდიუსერებმაც ამ ფაქტზე ბევრი იხალისეს.