კიმ კარდაშიანს მეუღლემ 1 მილიონი დოლარის ჩეკი გამოუწერა

კიმ კარდაშიანს მეუღლემ 1 მილიონი დოლარის ჩეკი გამოუწერა
შოუბიზნესი / ოქტომბერი 3, 2018

კიმ კარდაშიანის თქმით, მეუღლემ მას 1$ მილიონის ჩეკი გამოუწერა.

Ye-ს მეუღლე განმარტავს, რომ მან თანხა რეპერისგან ერთ-ერთი ბრენდის რეკლამაზე უარის თქმის გამო მიიღო.

3 შვილის დედა ამბობს, რომ შემოთავაზებაზე კონსულტაცია მეუღლესთან გაიარა, რომლისგანაც პასუხად უარი მიიღო.

ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სატელევიზიო ვარსკვლავი, ბრენდის სახელს არ ამხელს, თუმცა აღნიშნავს, რომ მას რეკლამისთვის იმავე თანხას უხდიდნენ, რამდენიც მოგვიანებით მეუღლისგან მიიღო.

 

აღსანიშნავია, რომ კიმს Ye-იმ აზრის გათვალისწინებისა და პატივისცემისთვის, თავისი ტანსაცმლის ხაზის Yeezy წილიც აჩუქა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კანიე უესტმა სახელი შეიცვალა და Ye გახდა.

 

საკვანძო სიტყვები