კიმ კარდაშიანმა პარიზის სასტუმროში დაყაჩაღების ისტორია დეტალურად გაიხსენა

კიმ კარდაშიანმა პარიზის სასტუმროში დაყაჩაღების ისტორია დეტალურად გაიხსენა
შოუბიზნესი / მარტი 20, 2017

რეალითი-შოუს, „კარდაშიანების ოჯახის“ ყველაზე მკაფიო ვარსკვლავმა, კიმ კარდაშიანმა პარიზში მომხდარი ყაჩაღობის შესახებ დეტალურად ისაუბრა:

2016 წლის 9 ოქტომბერს, სასტუმროს ნომერში ვისვენებდი. რაღაც მომენტში ნაბიჯების ხმა გავიგე და ჩავთვალე, რომ კორტნი და ჩვენი სტილისტი, საიმონ არუში ბრუნდებოდნენ. როდესაც ხმა არ გამცეს, მივხვდი, რომ სხვა რამეში იყო საქმე.

დავინახე ორი მამაკაცი პოლიციელის ფორმაში, რომლებსაც კონსიერჟი ჰყავდათ აყვანილი. მას იძულებით თარჯიმნის როლი უნდა შეესრულებინა, რადგან მე და ბოროტმოქმედები ერთ ენაზე არ ვსაუბრობდით. მათ კანიე უესტი საჩუქარი – 4 მილიონ დოლარად შეფასებული ბეჭედი მოითხოვეს.

შემეშინდა, რომ მომკლავდნენ, მაგრამ ხელები შემიკრეს და ისე დამტოვეს. დარწმუნებული ვარ, რომ მეც და ჩემი ოჯახის წევრებსაც პარიზში ჩასვლის მომენტიდან გვითვალთვალებდნენ“, – იხსენებს კარდაშიანი.

საკვანძო სიტყვები