კიმ კარდაშიანმა მესამე ქალიშვილი გამოაჩინა (ფოტო)

კიმ კარდაშიანმა მესამე ქალიშვილი გამოაჩინა (ფოტო)
შოუბიზნესი / თებერვალი 5, 2018

კიმ კარდაშიანს მესამე ქალიშვილის სახე დიდხანს არ დაუფარავს. პატარას ნახვა კაილი ჯენერის ვიდეოშია შესაძლებელი, რომელიც მან სოციალურ ქსელში გააზიარა. ვიდეოში კიმი კაილი მომავალი დედობისთვის მნიშვნელოვან რეკომენდაციებს აძლევს. შეგახსენებთ, რომ კაილი დედა ამ დღეებში გახდა.

რაც შეეხება კიმ კარდაშიანს, მას და კანიე უესტს მესამე ქალიშვილი 15 იანვარს ეყოლათ, რომელიც მათ სუროგატმა დედამ გაუჩინათ. მას გარდა წყვილს 4 წლის ნორტი და 2 წლის სეინტი ჰყავთ.

საკვანძო სიტყვები