კიმ კარდაშიანმა იდეალური ფიგურა წარმოადგინა და ყველას ანანასის წვენის მირთმევა ურჩია

კიმ კარდაშიანმა იდეალური ფიგურა წარმოადგინა და ყველას ანანასის წვენის მირთმევა ურჩია
შოუბიზნესი / ივლისი 9, 2018

კიმ კარდაშიანს, რომელიც დიდი ხანია სოციალური ქსელის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პერსონად ითვლება, ბოლო დროს ხშირად ადანაშაულებენ ფოტოშოპით ზედმეტად გატაცებიში, რადგან მისი ფიგურა რეალობაში არც ისე სრულყოფილია, როგორც ინსტაგრამში ჩანს.

კარდაშიანმა გაითვალისწინა კრიტიკა, პირადი მწვრთნელი დაიქირავა და მართლაც საოცარ შედეგს მიაღწია. თითქმის ნახევარ წელიწადში ძველი ფორმები დაიბრუნა და ხლა გულახდილ ფოტოსესიებშიც სიამოვნებით მონაწილეობს, საკუთარ ფოტოებს კი, რეკომენდაციით: „აღმოაჩინეთ ანანასის წვენის ღირსება!“ აქვეყნებს.

ვარსკვლავის თაყვანისმცემლები მართლაც დაინტერესდნენ ეგზოტიკური ხილით და აღმოაჩინეს, რომ „ჯადოსნური ანანასი“ წონის სწრაფად დაკლების (დღე-ღამეში 2 კილოგრამი) და ორგანიზმის ზედმეტი სითხისგან განთავისუფლების საუკეთესო საშუალებაა.

Google the benefits of pineapple juice 🍍

A post shared by Kim Kardashian West (@kimkardashian) on

საკვანძო სიტყვები