კიმ კარდაშიანის თქმით, ის უკვე იდეალურ ფორმაშია (ფოტო)

კიმ კარდაშიანის თქმით, ის უკვე იდეალურ ფორმაშია (ფოტო)
შოუბიზნესი / სექტემბერი 21, 2017

აპრილის ბოლოს, ქსელში გამოქვეყნდა ფოტოები, რომლებზეც კიმ კარდაშიანი მექსიკის სანაპიროზე ისვენებდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სკანდალური ქალბატონის კარიერაში ეს ყველაზე წარუმატებელი ფოტოებია. თუკი აქამდე მის თაყვანისმცემლებს ეგონათ, რომ კიმს იდეალური სხეული აქვს, რეალობამ საკმაოდ დიდი რაოდენობით ცელულიტი და ნაკლი აჩვენა.

მას შემდეგ, კარდაშიანმა დაუღალავი შრომა დაიწყო საკუთარ ვიზუალზე: ის აქტიურად ვარჯიშობდა და სპეციალურად მისთვის შედგენილი გრაფიკით იკვებებოდა.

ამ დღეებში პაპარაცებმა კიმი მალიბუს სანაპიროზე კვლავ გადაიღეს, სადაც რეალობა სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა. თავად მისის უესტსაც არაერთხელ განუცხადებია, რომ ამჟამად მისი სხეული იდეალურ ფორმაშია.

საკვანძო სიტყვები