კიმ კარდაშიანის გაძარცვას კიდევ შეეცადნენ

კიმ კარდაშიანის გაძარცვას კიდევ შეეცადნენ
შოუბიზნესი / ოქტომბერი 23, 2017

გასულ წელს, კიმ კარდაშიანი პარიზის ერთ-ერთ სასტუმროში გაძარცვეს და 10 მილიონი დოლარის ღირებულების სამკაული მოპარეს. ამ ამბიდან ერთი წლის შემდეგ კი, ბოროტმოქმედები კარდაშიანის ბევერლი-ჰილზის სახლში შეღწევას კვლავ შეეცადნენ.

ქურდმა სახლში შეღწევა ვერ მოახერხა და მხოლოდ გარეთ მდგომი მანქანის გატეხვა და კიმის ერთ-ერთი თანამშრომლის მობილური ტელეფონის მოპარვა მოახერხა. ამ დროისთვის უცნობია, რა რეაგირება ჰქონდა კიმს მომხდარზე. ცნობილია, რომ პარიზის ინციდენტის შემდეგ, მას მარტო დარჩენის დიდი ხნის განმავლობაში ეშინოდა.

შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში მერაია ქერის სახლიც გაქურდეს და იქიდან 50 მილიონი დოლარის ღირებულების სათვალეები და საფულეები წაიღეს.

საკვანძო სიტყვები