კიმ კარდაშიანის დაყაჩაღებაში მისი მძღოლი მონაწილეობდა

კიმ კარდაშიანის დაყაჩაღებაში მისი მძღოლი მონაწილეობდა
შოუბიზნესი / იანვარი 10, 2017

გუშინ, კიმ კარდაშიანის პარიზის თავდასხმაზე 17 ადამიანი დააკავეს, რომელთა ვინაობაც არ ხმაურდება. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ რეალითი-ვარსკვლავის დაყაჩაღებაში მისი 27 წლის მძღოლიც მონაწილეობდა, რომელიც სპეციალურად პარიზის მოდის კვირეულზე ლიმუზინით გადაადგილებისთვის კიმმა თავად შეარჩია. მამაკაცმა ზუსტად იცოდა კიმის გადაადგილების გრაფიკი და ისიც, როდის იქნებოდა ის მარტო ნომერში.

აღსანიშნავია, რომ დაჯგუფების მეთაური 72 წლის მამაკაცია, რომლის თანამზრახველებიც 60,50,23 და სხვა ასაკის  მამაკაცები იყვნენ. როგორც უცხოური პრესა წერს, ისინი დიდი ხანია პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

ბოროტმოქმედებმა ადგილზე დნმ-ის კვალი დატოვეს: ერთ-ერთ მათგანს სამკაულებით სავსე შეკვრა დაუვარდა, მათი მოკრეფის დროს კი სამხილი დარჩა, სწორედ ასე გავიდა პოლიცია დამნაშავეების  კვალზე.

 

საკვანძო სიტყვები