კიმ კარდაშიანის ცელულიტიანი სხეული განხილვის საგანი გახდა (ფოტოები)

კიმ კარდაშიანის ცელულიტიანი სხეული განხილვის საგანი გახდა (ფოტოები)
შოუბიზნესი / აპრილი 25, 2017

გასული უქმეები დებმა კარდაშიანებმა მექსიკის სანაპიროზე გაატარეს. ცნობილი ქალბატონები ბევრს ირუჯებოდნენ და სანაპიროზე დასვენებით ტკბებოდნენ. ფოტოები, რომლებიც ქსელში მოხვდა, სწორედ ამაზე მეტყველებს.

კიმი პაპარაცების ობიექტივში „კრისტიან დიორის“ ფერად და შავი ფერის საცურაო კოსტიუმში მოხვდა, თუმცა ყურადღება არა მისმა გამომწვევმა ფორმებმა, არამედ ცელულიტმა მიიპყრო, რომელიც კიმის მომრგვალებულ საჯდომზე ადვილად შესამჩნევი იყო.

ფოტოებს ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოება წერს, რომ პაპარაცულმა ფოტოებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის ფაქტი, რომ კიმი ფოტოშოპის აქტიური მომხმარებელია და რეალურად მისი სხეული საკმაოდ ცუდად გამოიყურება.

საკვანძო სიტყვები