კიმ კარდაშიანი სრულიად გამჭვირვალე კაბაში გამოჩნდა (ფოტო)

კიმ კარდაშიანი სრულიად გამჭვირვალე კაბაში გამოჩნდა (ფოტო)
შოუბიზნესი / ივლისი 17, 2017

ერთი შეხედვით, აღარ არსებობს ფორმა, რომლითაც კიმ კარდაშიანი საზოგადოებაში გამოჩენა ვინმეს გააკვირვებს, თუმცა რეალითი-ვარსკვლავმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ხალხის შოკირება შეუძლია. ამ დღეებში მისის უესტი პაპარაცებმა ლოს-ანჯელესში გადაიღეს, სადაც მას სრულიად გამჭვირვალე კაბა ეცვა, რომელიც ერთი შეხედვით ცელოფნის გამჭვირვალე პაკეტს მოგაგონებდათ.

ზემოდან კიმს ნაცრისფერი პალტო ჰქონდა მოსხმული და სწორედ ის უფარავდა მკერდს, რადგან ბოლო დროს საზოგადოებაში გამოჩენას კიმი უპირატესობას ბიუსჰალტერის გარეშე ანიჭებს.

მიუხედავად თაყვანისმცემლების არაერთგვაროვანი შეფასებებისა, კიმის ჩაცმულობა ხშირად ახალ ტრენდს უდებს საფუძვლად. ეყოფა თუ არა ვინმეს გამბედაობა, ქუჩაში ასეთი პროვოკაციული ვიზუალით გავიდეს, უცნობია.

საკვანძო სიტყვები