კიმ კარდაშიანი ქუჩაში გამჭვირვალე თეთრეულით დადის (ფოტო)

კიმ კარდაშიანი ქუჩაში გამჭვირვალე თეთრეულით დადის (ფოტო)
შოუბიზნესი / ოქტომბერი 11, 2017

კიმ კარდაშიანის ყოველი გამოჩენა საზოგადოებაში განხილვის საგანი ხდება. რეალითი ვარსკვლავი ამ დღეებში ბენზინგასამართ სადგურთან დააფიქსირეს. სანამ თანამშრომლები მის მანქანაში საწვავს ასხამდნენ, კიმი მაღაზიაში შევიდა.

ამ ყველაფერში განსაკუთრებული არაფერი იყო კიმის ჩაცმულობის გარდა: მას ტყავის მომდგარი ქვედა ბოლო, ტყავისვე მოსასხამი და გამჭვირვალე ბიუსჰალტერი ეცვა, რომელიც გახსნილი მოსასხამიდან ჩანდა.

ფოტოებს ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა კარდაშიანს, როგორც ყოველთვის, მათზე რეაგირება არ მოუხდენია.

საკვანძო სიტყვები