კიმ კარდაშიანი მიიჩნევს, რომ მისი ქალიშვილი ტრამპზე უკეთესი პრეზიდენტი იქნებოდა

კიმ კარდაშიანი მიიჩნევს, რომ მისი ქალიშვილი ტრამპზე უკეთესი პრეზიდენტი იქნებოდა
შოუბიზნესი / სექტემბერი 4, 2017

კიმ კარდაშიანი არც ისე ხშირად აკეთებს პოლიტიკურ კომენტარებს. ეს მისია ოჯახში მის მეუღლეს, კანიე უესტს აკისრია, მითუმეტეს, რომ რეპერი აშშ-ის პრეზიდენტობას 2024 წლისთვის გეგმავს. თუმცა, როგორც ჩანს, ახალმა ინიციატივამ კიმი იმდენად მოხიბლა, რომ მან გაჩუმება ვეღარ შეძლო:

„ნებისმიერ არადამიანს შეუძლია ამერიკის მართვა ტრამპზე უკეთ. ჩემი ქალიშვილი უკეთესი პრეზიდენტი იქნებოდა. თითოეული ჩვენგანი ბევრს შრომობს იმისთვის, რომ ეს ქვეყანა უკეთესი იყოს, თუმცა ვხედავ უკუსვლას და იმედი მიცრუვდება. სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ ძალიან მაშინებს. თუ ადრე შენს ქვეყანაში მშვიდად იყავი, ტრამპის მმართველობის დროს სიმშვიდის შეგრძნება აღარ გაქვს“, – დაწერა კიმმა.

უცნობია, რა აზრის არის ამ ყველაფერზე კანიე უესტი, რომელიც ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის დიდი თაყვანისცმცემელია.