კიანუ რივზი იტალიაში მოტოშოუს ესტუმრა

კიანუ რივზი იტალიაში მოტოშოუს ესტუმრა
შოუბიზნესი / ნოემბერი 14, 2017

კიანუ რივზი ძველებურად ახერხებს სამსახიობო კარიერა და მოტოციკლების მიმართ სიყვარული დააბალანსოს. „ჯონ უიკის“ ვარსკვლავს მოტოციკლების ასაწყობი კომპანიაც კი აქვს. რამდენიმე დღის წინ, რივზი იტალიაში მოტოშოუს სტუმარი იყო, რომელიც მილანში გაიმართა.

53 წლის კიანუ რივზმა ბოლო რამდენიმე თვეში ერთდროულად ორ პროექტზე მოასწრო მუშაობა – თრილერი „ციმბირი“, რომლის გადაღებებიც სანკტ-პეტერბურგში ამ ზაფხულს მიმდინარეობდა და მელოდრამა სახელწოდებით „დანიშნულების პუნქტი: ქორწილი“, სადაც ვაინონა რაიდერთან ერთად თამაშობს.

რამდენიმე თვის შემდეგ კი რივზი მძიმე საბრძოლო ვარჯიშებს დაუბრუნდება „ჯონ უიკის“ საფინალო, მესამე ნაწილის გადაღებებისთვის.

 

საკვანძო სიტყვები