კიანუ რივზი და უაინონა რაიდერი ახალი ერთობლივი ფილმის ტრეილერში (ვიდეო)

კიანუ რივზი და უაინონა რაიდერი ახალი ერთობლივი ფილმის ტრეილერში (ვიდეო)
შოუბიზნესი / მაისი 17, 2018

ინტერნეტში ფილმის „დანიშნულების პუნქტი: ქორწილი“ ტრეილერი გავრცელდა, რომელშიც მთავარ როლებს კიანუ რივზი და უაინონა რაიდერი ასრულებენ.

მსახიობების პერსონაჟები ერთმანეთს საერთო მეგობრების ქორწილში გაიცნობენ. დაძაბულ ურთიერთობას ბოლო რომანტიკული და ლამაზი აქვს.

ფილმის რეჟისორის, ვიქტორ ლევინის თქმით, კიანუსა და ვაინონას შორის არსებული ქიმია რომანტიკულ ფილმს ნამდვილად ძალიან უხდება.

დიდ ეკრანებზე  „დანიშნულების პუნქტი: ქორწილი“  მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოვა.

საკვანძო სიტყვები