ხუთი წლის შემდეგ, რობერტ პატინსონი და კრისტენ სტიუარტი კვლავ ერთად არიან

ხუთი წლის შემდეგ, რობერტ პატინსონი და კრისტენ სტიუარტი კვლავ ერთად არიან
შოუბიზნესი / თებერვალი 14, 2018

რობერტ პატინსონისა და კრისტენ სტიუარტის სკანდალური ურთიერთობა 5 წლის წინ დრამატულად დასრულდა – მაშინ „ბინდის“ ვარსკვლავები ერთმანეთს დაშორდნენ. თუმცა რამდენიმე დღის წინ, წყვილი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ბარში გადაიღეს.

ამის შესახებ სხვადასხვა ინტერნეტ-მომხმარებლებმა დაწერეს, რომლებმაც ცნობილი მსახიობები იმავე ბარში უშუალოდ ნახეს.

შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავები ერთმანეთს 2008 წელს დაშორდნენ, როდესაც კრისტენი პატინოსნის რეჟისორ რუბერტ სანდერსთან ღალატში ამხილეს. წყვილი მალევე შერიგდა და რობერტმა საყვარელ ქალს ცოლობაც კი სთხოვა, თუმცა საბოლოოდ ისინი მაინც დაშორდნენ.

ამჯამად კრისტენს რომანი მოდელ სტელა მაქსველთან აქვს, ხოლო პატინსონი საცოლეს, მომღერალ ტალია ბარნეტს რამდენიმე თვის წინ დაშორდა.