ხმაურისგან შორს: ვარსკვლავები ქალაქგარეთ სახლდებიან

ხმაურისგან შორს: ვარსკვლავები ქალაქგარეთ სახლდებიან
შოუბიზნესი / ნოემბერი 1, 2017

ტეილორ სვიფტი

მისმა სიმღერამ Look What You Made Me Do წელს ინტერნეტი ააფეთქა. ტეილორ სვიფტი აშშ-ს ტერიტორიაზე რამდენიმე სახლს ფლობს. ხშირად არის ატლანტიკის ოკეანის სანაპიროზე მდებარე მდიდრულ სახლში, რომელიც მყუდრო ადგილზე, უოტჩ ჰილზეა, დიდი ქალაქებისგან შორს. სახლის ფართობი 1000 კვადრატული მეტრია, აქვს 8 საძინებელი და ათი სააბაზანო ოთახი. ცნობილია, რომ სახლი 1930-იან წლებშია აშენებელი.

ჯულია რობერტსი

ჰოლივუდელი ვარსკვლვავი ზოგჯერ ისე იღლება, რომ ყველასგან და ყველაფრისგან განმარტოება სურს, ამიტომ 2005 წელს მთელი კუნძული – ტაოსი აშშ-ს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დონალდ რამსფელდისგან შეიძინა. ის რანჩოში ცხოვრობს, სადაც უამრავი ცხოველი ყავს. „ეს ჩემი თავშესაფარია, აქ არაფერი მაგონებს ჰოლივუდს“- ამბობს ჯულია რობერტსი.

ლილი ალენი

ბრიტანული სცენის ვარსკვლავი ძველი ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილზე ცხოვრობს. მისი სახლი სოფელ კოტსუოლდსთან ახლოს მდებარეობს.

ნიკოლ კიდმანი

ნიკოლ კიდმანი წელს თავისი წარმატებული პროექტების გამო ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი მსახიობი იყო, თუმცა, ელიტური წვეულებები დიდად არ უყვარს. მსახიობს ფერმაში ცხოვრება მოსწონს და ავსტრალიასა და აშშ-ში ორი დიდი ნაკვეთი აქვს. ფერმებში ნიკოლს უამრავი ცხოველი ჰყავს და გეგმავს გველებიც კი მიიყვანოს.

რასელ ქროუ

მსახიობს ავსტრალიაში დიდი ფერმა აქვს, რომლის ფართობიც მთელი 560 ჰექტარია. მას არაერთხელ უთქვამს, რომ იღლება აშშ-ს ცხოვრებით, ამიტომ მთელს თავისუფალ დროს ბუნებაში ატარებს და ცხოველებს აშენებს. მის ფერმაში 700-მდეა ძროხაა.

ჯუდი დენჩი

ოსკაროსანმა ბრიტანელმა ვარსკვლავმა 2012 წელს გადაწყვიტა, რომ ლონდონი მისთვის საინტერესო აღარ იყო და ქალაქგარეთ, სარის საგრაფოში გადასახლდა. საგრაფოში გასაოცარი ბუნებაა და აბსოლუტური სიმშვიდეა.

მარკ რუფალო

მას შედეგ, რაც ექიმებმა ტვინის კიბო დაუდგინეს, მარკ რუფალოს ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა. ის აქტიურად დაკავდა ქველმოქმედებით და დიდ დროს ატარებს ოჯახთან ერთად. მან შეიძინა დიდი ფერმა, რომლის ფართობიც 20 ჰექტარია. ფერმა ნიუ იორკის შტატში, სალივანის რაიონში მდებარეობს.