კეტრინ ზეტა ჯონსმა 100 წლის მამამთილი ჩაკოცნა

კეტრინ ზეტა ჯონსმა 100 წლის მამამთილი ჩაკოცნა
შოუბიზნესი / ნოემბერი 13, 2017

კეტრინ ზეტა ჯონსმა ლოს ანჯელესში გამართულ ელიტურ წვეულებაზე 100 წლის მამამთილი, კირკ დუგლასი ჩაკოცნა.

უნდა აღინიშნოს, რომ 48 წლის კეტრინ ზეტა ჯონსი და 73 წლის მაიკლ დუგლასი თაყვანისმცემლებს ერთობილი გამოსვლებით ხშირად არ ანებივრებენ, ხოლო ოჯახის სხვა წევრების ნახვა საერთოდ შეუძლებელია.

თუმცა, ამჯერად გამონაკლისი დაუშვეს და კეტრინი და მაიკლი ოჯახის წევრებთან – კირკ დუგლასთან და მის მეუღლესთან, ენ ბაიდენსთან ერთად ლოს–ანჯელესურ Four Seasons-ში, ელიტურ წვეულებაზე მივიდნენ.

ყოველწლიურ Legacy of Vision Gala-ზე ოჯახის წვერები მთელი საღამო ერთად ერთობოდნენ და თავიანთ თბილ დამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ არ ფარავდნენ. პაპარაცებმა საინტერესო მომენტის დაფიქსირება შეძლეს: როგორ კოცნის თავის 100 წლის მამამთილს კეტრინ ზეტა ჯონსი ტუჩებში.

კეტრინს ტანზე მომდგარი ლურჯი კაბა ეცვა, რომელიც მის ლამაზ სხეულს უსვამდა ხაზს, ხოლო მისმა ღრმა დეკოლტემ კი უბრალოდ ყველა გააგიჟა.

რამდენიმე დღეში მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა ჯონსი ერთობლივი ცხოვრების 17 წლის იუბილეს აღნიშნავენ. 2013 წელს ოჯახური პრობლემების გამო ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა სირთულეების გადალხავა შეძლეს და ისინი ისევ ერთად არიან.

საკვანძო სიტყვები