კეტი პერიმ მეგან მარკლის საქორწილო ჩაცმულობა გააკრიტიკა

კეტი პერიმ მეგან მარკლის საქორწილო ჩაცმულობა გააკრიტიკა
საინტერესო / მაისი 22, 2018

გასულ უქმეებზე ბრიტაბეთის სამეფო ოჯახში ისტორიული მოვლენა მოხდა – პრინცმა ჰარიმ ამერიკელ მსახიობზე, მეგან მარკლზე ოფიციალურად იქორწინა. პატარძალი საკურთხეველთან Givebnchy-ს მინიმალისტურად გაფორმებულ კაბაში მივიდა, თავზე მას დედოფალ მერის გვირგვინი და ნახევრად გამჭვირვალე გრანდიოზული ფატა ეკეთა, რომელზე ამოქარგული ყვავილებიც  ბრიტანეთის თანამეგობრობის 53 ქვეყანას გამოსახავდა.

ამერიკელმა ვარსკვლავმა, კეტი პერიმ კი, მეგანის ჩაცმულობას ზედმეტად მოკრძალებული უწოდა და განაცხადა, რომ ამ ბრძოლაში კემბრიჯის ჰერცოგინიამ გაიმარჯვა და რომ მისი კაბა გაცილებით ეფექტური იყო.

კრიტიკის შემდეგ კი, კეტიმ ახალდაქორწინებულებს მიულოცა და მათ ბედნიერება უსურვა.

 

პოპულარული სიახლეები