კეტი პერი „ტვიტერის“ რეკორდსმენია

კეტი პერი „ტვიტერის“ რეკორდსმენია
შოუბიზნესი / ივნისი 19, 2017

კეტი პერი „ტვიტერის“ ყველაზე პოპულარული მომხმარებელი გახდა. მისი გამომწერების რიცხვმა 100 მილიონ ადამიანს გადააჭარბა.

ინფორმაცია ამის შესახებ ცნობილი სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ გაასაჯაროვა. მათ გამოაქვეყნეს რგოლი, სადაც მომღერლის ექაუნთის განვითარებაა ნაჩვენები.

პერის მთავარი კონკურენტი ჯასტინ ბიბერი (96,7 მილიონი) და ამერიკის ყოფილი ბრეზიდენტი ბარაკ ობამა (90 მილიონი) არიან.