კეტი პერი ,,ლაიქის” გამო გააკრიტიკეს

კეტი პერი ,,ლაიქის” გამო გააკრიტიკეს
შოუბიზნესი / ოქტომბერი 11, 2018

5 ოქტომბერს, ორი ახალი დისკის რელიზი შედგა, რომელთაგან ერთი ფილმის A Star Is Born საუნდტრეკი, ხოლო მეორე Twenty One Pilots-ის Trench-ია.

საინტერესოა, რომ ამ უკანასკნელმა ალბომის რეკლამისთვის არაორდინალურ ხერხს მიმართა.

,,გააკეთე სწორი არჩევანი”, – ,,დატვიტა” ამერიკულმა დუეტმა, რომელმაც ლედი გაგასა და ბრედლი კუპერის პოსტერი გაიმეორა.

ბუნებრივია, ამ ფაქტს გაგას თაყვანისმცემლების გაღიზიანება მოჰყვა, თუმცა ისინი კიდევ უფრო მაშინ გაბრაზდნენ, როცა ,,ტვიტზე” კეტის პერის ლაიქი აღმოაჩინეს.

იყვნენ ისეთებიც, რომელთაც აღნიშნეს, რომ კეტიმ უბრალოდ იხუმრა, რადგან მას ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვს.

აღსანიშნავია, რომ ამ დღეებში, პერი ,,ვარსკვლავის დაბადების” ჩვენებას დაესწრო.

ფოტოზე, რომელიც ამერიკელმა მომღერალმა ,,ინსტაგრამზე” გამოაქვეყნა კინოთეატრის ბილეთები ჩანს, რომელთაც წარწერა A Star Is Born ამშვენებთ.

გამოქვეყნებული ფოტოს აღწერაში, პერიმ ლედი გაგა და ბრედლი კუპერიც მონიშნა და დაწერა: ,,წარმოუდგენლად ემოციური და გულწრფელი. გილოცავთ მეგობრებო.”

 

View this post on Instagram

 

Incredibly moving and authentic ❤️Congrats friends @ladygaga #bradleycooper

A post shared by KATY PERRY (@katyperry) on

საკვანძო სიტყვები