კენსინგტონის სასახლემ პრინც ლუის ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნა

კენსინგტონის სასახლემ პრინც ლუის ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნა
საინტერესო / მაისი 7, 2018

6 მაისს, კენსინგტონის სასახლემ პრინც ლუის პირველი ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნა.

„ჰერცოგი და ჰერცოგინია მოხარულები არიან, პრინცესა შარლოტასა და პრინც ლუის ორი ფოტო წარმოგიდგინოთ. ფოტოები კემბრიჯის ჰერცოგინიას ეკუთვნის და ისინი კენსინგტონის სასახლეშია გადაღებული. მათი სამეფო უდიდებულესობა მადლობას მოგახსენებთ კეთილი სურვილებისთვის“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.