კენდალ ჯენერი და ჰაიდი კლუმი „სუპეროჯახის“ ახალ ტრეილერში (ვიდეო)

კენდალ ჯენერი და ჰაიდი კლუმი „სუპეროჯახის“ ახალ ტრეილერში (ვიდეო)
შოუბიზნესი / ივლისი 17, 2017

ქსელში მულტფილმ „სუპეროჯახის“ მეორე ნაწილის  ახალი ტრეილერი გამოქვეყნდა, სადაც მთავარ როლებს არა ანიმაციური პერსონაჟები, არამედ რეალური და პოპულარული სახეები იღებენ – მოდელები, სტილისტები, დიზაინერები და ცნობილი გამოცემების რედაქტორები.

ვიდეო დოკუმენტური ფილმის სტილშია გადაღებული და მასში კენდალ ჯენერს, ჰაიდი კლუმს, ზაკ პოზენს და სხვებს შევხვდებით, რომლებიც ედნა მოდის ნიჭის შესახებ საუბრობენ. მათ ინტერვიუს კი ფონად პარიზის მოდის კვირეულისა და წითელი ხალიჩის ფოტოების მიჰყვება. რაც შეეხება ედნას, ის მულტფილმის მთავარი პერსონაჟია.

ტრეილერი საკმაოდ ხმაურიანი და სახალისო გამოვიდა.