კეიტ უინსლეტმა და ლეონარდო დიკაპრიომ სიმსივნით დაავადებული ახალგაზრდა დედა გადაარჩინეს

კეიტ უინსლეტმა და ლეონარდო დიკაპრიომ სიმსივნით დაავადებული ახალგაზრდა დედა გადაარჩინეს
შოუბიზნესი / თებერვალი 7, 2018

ლეონარდო დიკაპრიო და კეიტ უინსლეტი სიმსივნით დაავადებული ქალის დასახმარებლად გაერთიანდნენ.

29 წლის ჯემა ნატოლმა თავის დროზე სიმსივნის აგრესიული ფორმის მკურნალობაზე უარი განაცხადა, რადგან სპეციალური პრეპარატები მის ორსულობას ხელოვნურად შეწყვეტდა. საბოლოოდ მას ქალიშვილი შეეძინა, თუმცა ექიმების თქმით, დაავადება იმდენად გავრცელებული იყო, რომ მათ აღარაფრის გაკეთება აღარ შეეძლოთ.

ჯემამ გადაწყვიტა, რომ არ დანებებულიყო და ჩამოაყალიბა კამპანია, რომლის წყალობითაც 300 ატასი ფუნტი სტერლინგი უნდა მოაგროვოს და გერმანულ კლინიკაში იმკურნალოს.

ეს ისტორია კეიტ უინსლეტის ყურამდეც მივიდა, რომელმაც დასახმარებლად ლეონარდო დიკაპრიო მიიწვია. ვარსკვლავებმა აუქციონზე მათთან ერთად ვახშამი გაყიდეს, საიდანაც შემოსული თანხის ნაწილი დიკაპრიოს ფონდში, ნაწილი კი – ჯემას მკურნალობისთვის გადაირიცხა.

ვარსკვლავების მონდომებას ამაოდ არ ჩაუვლია. მკურნალობამ შედეგი გამოიღო და ჯემას სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა.