კეიტ მიდლტონმა ქველმოქმედებას საკუთარი თმა შესწირა

კეიტ მიდლტონმა ქველმოქმედებას საკუთარი თმა შესწირა
საინტერესო / იანვარი 30, 2018

კეიტ მიდლტონი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გოგონებისთვის მისაბაძი ქალია. თაყვანისმცემლების დიდი ნაწილი კემბრიჯის ჰერცოგინიას სტილითა და ქველმოქმედებით არიან აღფრთოვანებულები.

ცოტა ხნის წინ, კეიტმა საქველმოქმედო ფონდს „Little Princess“ თავისი თმის 18 სანტიმეტრი გადასცა.  აღნიშნული ორგანიზაცია საბავშვიო პარიკებს ქმნის, რომლებსაც ქიმიოთერაპიის შედეგად თმა სცვივათ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ასევე მოიქცა ჯგუფ  One Direction-ის ყოფილი წევრი, ჰარი სტაილზიც.

საკვანძო სიტყვები