კეიტ მიდლტონმა BAFTA-ს დრესკოდი დაარღვია (ფოტო)

კეიტ მიდლტონმა BAFTA-ს დრესკოდი დაარღვია (ფოტო)
შოუბიზნესი / თებერვალი 19, 2018

BAFTA-ს წლევანდელი ცერემონიის საპატიო სტუმრები, ბრიტანული სამეფო ოჯახის წარმომადგენლები, კეიტ მიდლტონი და პრინცი უილიამი იყვნენ. შეგახსენებთ, რომ 2010 წლიდან პრინცი ბრიტანული კინოსა და ტელევიზიის ხელოვნების აკადემიის საპატიო პრეზიდენტია.

კემბრიჯის ჰერცოგინიას გამოჩენამდე ყველას აინტერესებდა, რა ჩაცმულობას აირჩევდა პრინცის მეუღლე ცერემონიისთვის: ათობით კამერის წინ კეიტი Jenny Packham-ის მუქ მწვანე კაბაში გამოცხადდა.

საქმე კი იმაშია, რომ პრემიის დრესკოდი შავი ფერის ჩაცმულობა იყო, „ოქროს გლობუსის“ მსგავსად, აღნიშნულ ღონისძიებაზე მისული სტუმრები სწორედ ამ ფერის სამოსში უნდა ყოფილიყვნენ გამოწყობილები, რათა სექსუალური შევიწროებისადმი პროტესტი გამოეხატათ.

სამეფო ოჯახის წარმოამდგენლები, ისევე, როგორც სხვა შემთხვევაში, ამჯერადაც ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას შეეცადნენ.

საკვანძო სიტყვები