კეიტ მიდლტონი და პრინცი უილიამი შვილებს საშობაო საჩუქრებს არ გადასცემენ

კეიტ მიდლტონი და პრინცი უილიამი შვილებს საშობაო საჩუქრებს არ გადასცემენ
საინტერესო / დეკემბერი 21, 2017

შობის დღესასწაულს ყველა განსაკუთრებით ელოდება. გამონაკლისი არც ბრიტანეთის სამეფო ოჯახია, თუმცა ცნობილი ხდება, რომ კემბრიჯის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ გადაწყვიტეს, წელს პრინც ჯორჯისთვის და პრინცესა შარლოტასთვის საჩუქრების რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანონ. პატარები მხოლოდ იმას მიიღებენ, რაც სანტა-კლაუსს სთხოვეს.

ამ ყველაფრის მიზეზად კი ის სახელდება, რომ მშობლებს შვილების გარყვნა არ სურთ. ყველა სათამაშო, რომლებიც სამეფო ოჯახის უმცროს წევრებს მსოფლიოს ამა თუ იმ ქვეყნიდან საჩუქრად გაუგზავნეს, საქველმოქმედო ორგანიზაციებში გადაიგზავნება.

ცნობილია, რომ პრინცმა სანტას პოლიციის მანქანა, ხოლო პრინცესამ თოჯინების სახლი სთხოვა.