კეიტ ბლანშეტი – კანის კინოფესტივალის წითელი ხალიჩის დედოფალი

კეიტ ბლანშეტი – კანის კინოფესტივალის წითელი ხალიჩის დედოფალი
შოუბიზნესი / მაისი 15, 2018

წლევანდელი კანის კინოფესტივალის წითელი ხალიჩის უპირობო დედოფალი კეიტ ბლანშეტია. მსახიობი, რომელიც ჟიურის თავმჯდომარეა, თაყვანისმცემლებს თვალისმომჭრელ გამოსვლებს არ აკლებს.

ვარსკვლავის უკანასკნელი ეფექტური გამოსვლა ფილმ „მზის გოგონების“ პრემიერაზე შედგა, სადაც ის Armani Privé-ს ულამაზეს კაბაში გამოჩნდა.

ბრენდისა და მსახიობის ურთიერთობა 2013 წელს დაიწყო, როდესაც ის მისი არომატის Si-ს სახე გახდა.